---
title: "რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა"
date: 2022-05-16
author: "evermadeadm"
featured_image: "https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-5.jpeg"
---

# რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა

# რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა



![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-5.jpeg)



     გააზიარეთ  

 

   

რამდენჯერ გსმენიათ, რომ რძე არც თუ ისე საჭიროა დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებისთვის? ეს მხოლოდ მითია, რადგან სინამდვილეში, რძის ცილით მდიდარი რაციონი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის — ეს მკაფიოდ წარმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების რეკომენდაციებში.

ევროკავშირი და რძის ინტერპროფესიონალური ორგანიზაცია (INLAC) რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტს, რომელიც რეკომენდაციას უწევს რძის ბუნებრივი ცილის მიღებას სულ მცირე დღეში სამჯერ, თუ გსურთ დაბალანსებულ და მრავალფეროვან რაციონზე გადასვლა. ამრიგად, მიზანია რძის დაბრუნება აუცილებელი საკვები პროდუქტების სიაში ცხოვრების ყველა ეტაპზე: ჩვილობიდან ხანდაზმულ ასაკამდე. გარდა ამისა, უნდა გავაქარწყლოთ რძის შესახებ არსებული მცდარი მითები და წარმოვაჩინოთ ამ პროდუქტის სარგებლიანობა.

## მცდარი წარმოდგენები და მითები რძის ბუნებრივი ცილის შესახებ

არსებობს მრავალი მითი რძის ბუნებრივი ცილის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, რძის მიღება აუცილებელია მხოლოდ ბავშვებისთვის. ეს მცდარი წარმოდგენაა. რძე და რძის პროდუქტები უზრუნველყოფს დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებისთვის აუცილებელი კალციუმის რეკომენდებული ნორმის დაახლოებით 70%-ს. სწორედ ეს რაოდენობაა აუცილებელი ზრდასრული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში.

კიდევ ერთი გავრცელებული მითის მიხედვით, რძის ცილის მოხმარება ზრდის ქოლესტერინის დონეს. ესეც მტკნარი სიცრუე გახლავთ. ჟურნალ „The Lancet“-ის 2018 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია კვლევა, რომელიც ოცზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევის თანახმად, რძის პროდუქტების დღეში სამჯერ მიღებით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება 14%-დან 23%-ის ფარგლებში.



 



[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-8.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-8.jpeg)[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-9.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-9.jpeg)## რატომ არის ცილა ამდენად რეკომენდებული?

ცილების კვებითი ღირებულება და ხარისხი განსხვავდება ამინომჟავების შემადგენლობის მიხედვით და ნაწილობრივ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეიწოვება თითოეული ამინომჟავა წვრილი ნაწლავის მიერ. 2014 წელს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ შემოიღო DIAAS (მონელებადი შეუცვლელი ამინომჟავების სკალა) მეთოდი ცილის წყაროს კვებითი ხარისხის შესაფასებლად. ამ მეთოდის მიხედვით, რძის ცილა წარმოადგენს ამინომჟავების ბუნებრივ წყაროს უმაღლესი კვებითი ღირებულებით. რძის პროდუქტები შეიცავს ძალიან მაღალი ბიოლოგიური ხარისხის ბუნებრივ ცილას, რძის მიკროელემენტების მაღალი კონცენტრაციით (რძის პროდუქტები ისეთი მინერალების მაღალი შემცველობის წყაროა, როგორიცაა კალციუმი, ფოსფორი, იოდი; აგრეთვე ვიტამინების, როგორიცაა B2 და B12). გარდა ამისა, რძეში საკვები ნივთიერებების შემადგენლობა და განაწილება ხელს უწყობს ზოგიერთი მათგანის შეწოვას და ასევე აწესრიგებს ნაწლავის მიკროფლორას.



 



## აღმოაჩინეთ ჩვენი ნაწარმი

  [ ![Valio PROfeel® Protein იოგურტი მანგო-ვანილი 175გ](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/151fac2f-e4d5-47ee-ae68-7d8c321d784a/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-iogurti-mango-vanili-175g.png) 

### Valio PROfeel® Protein იოგურტი მანგო-ვანილი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-iogurti-mango-vanili/)   [ ![Valio PROfeel® Protein კარამელის პუდინგი 180გ](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/cdfc0932-3b98-4d45-9a6a-5a6714140618/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-karamelis-pudingi-180g.png) 

### Valio PROfeel® Protein კარამელის პუდინგი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-karamelis-pudingi/)   [ ![Valio PROfeel® Protein შოკოლადის პუდინგი 180გ](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/456c4dd0-f497-4f3f-ae25-f0240730984e/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-shokoladis-pudingi-180g.png) 

### Valio PROfeel® Protein შოკოლადის პუდინგი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-shokoladis-pudingi/)  







---

  [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-5-400x300.jpeg)

ცილა

##### რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/rdze-sauketheso-khariskhis-bunebrivi-tsarmoshobis-tsilaa/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-4-400x267.jpeg)

ცილა

##### რძის ცილა: ჯანსაღი კვების გასაღები

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/rdzis-tsila-jansaghi-kvebis-gasaghebi/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-2-400x181.jpeg)

ცილა

##### ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველ…

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/tsilis-migheba-ramdeni-tsila-esatchiroeba-thqvens-organizms-qhoveldghiurad/)