---
title: "როდის უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები?"
date: 2022-04-27
author: "evermadeadm"
featured_image: "https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-3.jpeg"
---

# როდის უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები?

# როდის უნდა მიირთვათ ცილოვანი საკვები?



![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-3-800x600.jpeg)



     გააზიარეთ  

 

   

ყოველდღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილებს, რადგან ისინი აუცილებელია ორგანიზმის მრავალი ფუნქციისა და ბიოქიმიური რეაქციის შესასრულებლად. რეკომენდებული ნორმები მერყეობს ასაკის, სქესისა და ფიზიკური აქტივობის მიხედვით.

რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ დახარჯული ენერგიის 10%-დან 20%-მდე ცილის წყაროებიდან. ზრდასრულთათვის ეს ნიშნავს სხეულის ყოველ კილოგრამზე დაახლოებით 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილის დღიურ მიღებას. თუ ძალიან აქტიური ადამიანი ხართ ან დაკავებული ხართ ძალისმიერი სპორტით, აუცილებელია გაზარდოთ მისაღები ცილების ყოველდღიური რაოდენობა.

ადამიანები, რომლებიც ხშირად ვარჯიშობენ, მაშინაც კი, თუ ისინი არ არიან სპორტის პროფესიონალები, ხშირად კითხულობენ, თუ როდის უნდა მიირთვან ცილოვანი საკვები: ვარჯიშამდე თუ ვარჯიშის შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ რაციონი უნდა შეესაბამებოდეს თითოეული ადამიანის ვარჯიშის ტიპს და საბოლოო მიზანს. შესაბამისად, პიროვნება, რომლის მიზანია წონაში დაკლება, იკვებება განსხვავებულად იმ პიროვნებისგან, რომლის მიზანია კუნთოვანი მასის გაზრდა.



 



[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-4.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-4.jpeg)[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-5.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/570x380-images-in-content-5.jpeg)## რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე წონაში დაკლებისას?

თუ თქვენი მიზანია წონაში დაკლება, ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიირთვათ მცირე ზომის ცილოვანი ხემსი. თუ მძიმე ტიპის ვარჯიშს აპირებთ, როგორიცაა HIIT (მაღალი ინტენსივობის ინტერვალური ვარჯიში), შეგიძლიათ დაამატოთ ნახშირწყლები.

## რა უნდა მიირთვათ ვარჯიშამდე კუნთოვანი მასის გასაზრდელად?

თუ თქვენი მიზანია კუნთოვანი მასის გაზრდა, ვარჯიშის დაწყებამდე უნდა მიირთვათ ცილოვანი ხემსი ნახშირწყლების დამატებით. მნიშვნელოვანია, რომ ვარჯიშამდე მიღებული ნახშირწყლები სწრაფად შეიწოვება და თქვენს სხეულს ექნება საკმარისი ენერგია ვარჯიშის დროს. გარდა ამისა, ცილები უზრუნვეყოფენ საკმარისი რაოდენობის ამინომჟავების მიწოდებას.



 



[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/04/570x380-images-in-content-6.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/04/570x380-images-in-content-6.jpeg)[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/04/570x380-images-in-content-7.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/04/570x380-images-in-content-7.jpeg)## რა უნდა მიირთვათ ვარჯიშის შემდეგ?

ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია აღიდგინოთ ძალა მაღალი ხარისხის ცილებისა და ნახშირწყლების შემცველი ხემსით, მიუხედავად იმისა, თუ რა გაქვთ მიზნად დასახული: წონაში დაკლება თუ კუნთოვანი მასის გაზრდა.

მნიშვნელოვანია არ მიიღოთ საჭიროზე მეტი ცილა. როგორც წესი, ცილების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 გრამს სხეულის ყოველ კილოგრამზე. ამ ცხრილში შეგიძლიათ შეამოწმოთ ცილების რეკომენდებული ნორმა თქვენი აქტივობისა და ცხოვრების წესის მიხედვით.



 



## აღმოაჩინეთ ჩვენი ნაწარმი

  [ ![Valio PROfeel®️ Protein იოგურტი ვანილი-მოცვი](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/bcd710ae-17dd-4003-a099-6eb284301302/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-iogurti-vanili-motsvi.png) 

### Valio PROfeel®️ Protein იოგურტი ვანილი-მოცვი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-iogurti-vanili-motsvi/)   [ ![Valio PROfeel® Protein-ის შოკოლადის მილქშეიკი 250 მლ](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/02641dd3-be98-414c-b76a-7c58afe60ad5/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-is-shokoladis-milqsheiki-250-ml.png) 

### Valio PROfeel® Protein-ის შოკოლადის მილქშეიკი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-is-shokoladis-milqsheiki/valio-profeel-r-protein-is-shokoladis-milqsheiki-2/)  







---

  [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-6-400x300.jpeg)

##### Valio ატარებს მკაცრ ზომებს სურსათის უვნებლობისათვის

 21. სექტემბერი 2023 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/valio-atarebs-mkatsr-zomebs-sursathis-uvneblobisathvis/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-2-400x181.jpeg)

ცილა

##### ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველ…

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/tsilis-migheba-ramdeni-tsila-esatchiroeba-thqvens-organizms-qhoveldghiurad/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-5-400x300.jpeg)

ცილა

##### რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/rdze-sauketheso-khariskhis-bunebrivi-tsarmoshobis-tsilaa/)