---
title: "ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველდღიურად?"
date: 2022-05-16
author: "evermadeadm"
featured_image: "https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-2.jpeg"
---

# ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველდღიურად?

# ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველდღიურად?



![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-2.jpeg)



     გააზიარეთ  

 

   

ჯანმრთელობისა და სიძლიერისთვის ადამიანის სხეულს ყოველდღიურად ესაჭიროება ცილა. ცილის საკმარისი მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიტნესის მოყვარულთათვის, წონაში დაკლებისა და ფორმის შენარჩუნების მსურველთათვის, ხანდაზმულების, ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. მაგრამ რამდენი ცილაა საჭირო?

## რამდენი ცილაა საჭირო?

რეკომენდებულია ყოველდღიურად მიიღოთ დახარჯული ენერგიის 10%-დან 20%-მდე ცილის წყაროებიდან. ზრდასრულთათვის ეს ნიშნავს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე დაახლოებით 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილის დღიურ მიღებას.

ცილის ოპტიმალური ოდენობა განსხვავდება თითოეული ადამიანის სხეულის, ცხოვრების წესისა და ფიზიკური აქტივობის დონის მიხედვით. ცილა ხელს უწყობს ხანდაზმულებსა და აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს კუნთოვანი მასისა და ძვლების სიჯანსაღის შენარჩუნებაში. დიეტაზე მყოფებისთვის ცილა აგრეთვე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხელს უშლის კუნთოვანი მასის დაკარგვას. ორსულებში ცილა წარმოადგენს აუცილებელი ენერგიის წყაროს ნაყოფისთვის .

ცილის მოხმარების ზუსტი გამოთვლა მარტივია ცილის კალკულატორის დახმარებით. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი ზედმეტ ცილას ცხიმად გარდაქმნის, ოპტიმალური რაოდენობის ცილის მისაღებად საუკეთესო გზა გახლავთ ყოველი ჭამის დროს ცილის მცირე რაოდენობით მირთმევა.

ადამიანის ორგანიზმი ვერ ინახავს ცილებს, ამიტომ საჭიროა ცილის მიღება ყოველდღიური რაციონიდან.

## ცილები აქტიური ცხოვრების წესისთვის

აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის ცილებით მდიდარი საკვები კუნთოვანი მასის შესაქმნელად საჭირო ელემენტების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. ცილა აუცილებელია როგორც დამატებითი კუნთების გასაზრდელად, ასევე არსებული კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად. სპორტით დაკავებულთა დიდი ნაწილი მოიხმარს ცილოვან დანამატებს, წასახემსებელს ანდა მაღალცილოვან საკვებს, რათა დააჩქაროს ვარჯიშის შემდეგ კუნთოვანი მასის აღდგენა.

შედარებით უფრო მსუბუქი ვარჯიშით დაკავებული ადამიანებისთვის საკმარისია სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილის მიღება დღეში, ხოლო სპორტსმენებსა და ფიტნესის მოყვარულებს ესაჭიროებათ მეტი რაოდენობის ცილა: 1,4-დან 1,8 გრამამდე ცილა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.



 



## აღმოაჩინეთ ჩვენი ნაწარმი

  [ ![Valio-ს PROfeel® Protein-ის პუდინგი ვანილისა და ბეზეს გემოთი 180g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/2a3f5ba8-4da7-4da8-a295-deb14fa1504e/500x500-product/500x500/valio-s-profeel-r-protein-is-pudingi-vanilisa-da-bezes-gemothi-180g.png) 

### Valio-ს PROfeel® Protein-ის პუდინგი ვანილისა და ბეზეს გემოთი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-profeel-r-protein-is-pudingi-vanilisa-da-bezes-gemothi/)   [ ![Valio PROfeel® Protein შოკოლადის პუდინგი 180გ](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/456c4dd0-f497-4f3f-ae25-f0240730984e/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-shokoladis-pudingi-180g.png) 

### Valio PROfeel® Protein შოკოლადის პუდინგი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-shokoladis-pudingi/)   [ ![Valio PROfeel®️ Protein იოგურტი ვანილი-მოცვი](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/bcd710ae-17dd-4003-a099-6eb284301302/500x500-product/500x500/valio-profeel-r-protein-iogurti-vanili-motsvi.png) 

### Valio PROfeel®️ Protein იოგურტი ვანილი-მოცვი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-profeel-r-protein-iogurti-vanili-motsvi/)  







[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/05/570x380-images-in-content-2.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/05/570x380-images-in-content-2.jpeg)[![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/05/570x380-images-in-content-3.jpeg)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2022/05/570x380-images-in-content-3.jpeg)## ცილა წონის კონტროლისთვის

წონის კონტროლის შემთხვევაში სასარგებლოა დაბალანსებული, ცილით მდიდარი კვება. ცილის საკმარისი რაოდენობით მიღება ხელს უწყობს კუნთოვანი მასის შენარჩუნებას და უზრუნველყოფს, რომ სხეული არ დაკარგავს კუნთოვან ქსოვილს და არ დაწვავს კალორიებს უფრო სწრაფად.

იმისათვის, რომ ცილის საკმარისი რაოდენობა მიიღოთ, საუკეთესო გზაა მიირთვათ ცილოვანი პროდუქტი ყოველი ჭამის დროს. ნორმალურია 10-დან 40 გრამამდე ცილის შემცველი საკვები წყაროს მიღება ყოველი ჭამის დროს, იმისდა მიხედვით, ეს სრულყოფილი სადილია თუ მსუბუქი წახემსება. თუ წონაში დაკლებას ცდილობთ, მიიღეთ დღეში 100-დან 120 გრამამდე ცილა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენს იწონით. მას შემდეგ რაც მიაღწევთ სასურველ წონას, ეცადეთ ყოველდღიურად მიიღოთ 1,1-დან 1,3 გრამამდე ცილა სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.

## შესაძლებელია ზედმეტი ცილის მოხმარება?

ცილის ჭარბმა მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს არადაბალანსებული კვება. მოერიდეთ ზედმეტი რაოდენობის ცილის მიღებას, რადგან ეს ხელს შეგიშლით სხვა საკვები ნივთიერებების სწორი რაოდენობით მიღებაში. ცილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში 2 გრამს სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.

ცილის მოხმარების საჭიროება ცხოვრების სტილისა და აქტივობის დონის მიხედვით.



 



---

  [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-6-400x300.jpeg)

##### Valio ატარებს მკაცრ ზომებს სურსათის უვნებლობისათვის

 21. სექტემბერი 2023 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/valio-atarebs-mkatsr-zomebs-sursathis-uvneblobisathvis/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-2-400x181.jpeg)

ცილა

##### ცილის მიღება: რამდენი ცილა ესაჭიროება თქვენს ორგანიზმს ყოველ…

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/tsilis-migheba-ramdeni-tsila-esatchiroeba-thqvens-organizms-qhoveldghiurad/)   [![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-cms-content-article-hero-5-400x300.jpeg)

ცილა

##### რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა

 16. მაისი 2022 

 ](https://www.valio.com/ge/statiebi/rdze-sauketheso-khariskhis-bunebrivi-tsarmoshobis-tsilaa/)