---
title: "ყველის ასორტიმენტი"
date: 2022-06-10
author: "evermadeadm"
featured_image: "https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/1440x1080-product-front-hero-9.jpeg"
---

# ყველის ასორტიმენტი

![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2025/02/viola_valioweb.png)# ყველის ასორტიმენტი





ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული ტექნოლოგიური ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინების შედეგად შეიქმნა უნიკალური ბრენდები, მდნარი ყველი Valio Viola®-ს მდნარი ყველი, Valio-ს ნაღების ყველი და ყველი Valio Oltermanni®. გაეცანით Valio-ს პროდუქტებისა და ბრენდების პორტფოლიოს.





## Viola® : ნამდვილი კლასიკა Valio-სგან


ყველი Valio Viola® შეიქმნა Valio-ს ქარხანაში 1934 წელს. 1956 წლიდან ის ასევე გახდა Valio-ს საექსპორტო პროდუქტი. ამრიგად, სამმა თაობამ იცის მისი დელიკატური და გემრიელი გემო.

Valio Viola ადვილად ამოსაცნობია ნათელი შეფუთვისა და შესანიშნავი გემოს წყალობით. Valio Viola მზადდება მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და უნიკალური რეცეპტით.

უკვე 90 წელზე მეტია, რაც Valio Viola® არ ცვლის ყველასთვის საყვარელი ყველის რეცეპტის ძირითად ინგრედიენტებს. ის მზადდება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მყარი და ნახევრად მყარი ყველისაგან (ედამი, ტილსიტი, ემენტალი) და უმაღლესი ხარისხის კარაქისგან, რომელსაც აწარმოებენ Valio-ს ქარხანაში. გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ფინური რძე Valio-ს ფერმებიდან. ჩვენი ყველი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს და შეუდარებლად გემრიელია.



 



![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2025/02/processedcheese_web-800x800.png)### სამი განსხვავებული გემო

გაიცანით Valio Viola®-ს მდნარი ყველის სამი სახეობა: ბუნებრივი, გაუდას ყველის და სოკოს გემოთი. ყოველი მათგანი განსაკუთრებულად გემრიელია, რაც ხელსაყრელია სხვადასხვა კერძის მომზადებისას, თქვენი გემოვნების მიხედვით. ბუნებრივი არომატის მქონე მდნარი ყველი უნივერსალურია და ნებისმიერ დროს გამოგადგებათ. მდნარი ყველი სოკოს არომატით ნაღებისებრი ტექსტურისაა და იდეალურია პასტის ან წვნიანის მომზადებისას. ხოლო ყველი გაუდას არომატით ორიგინალური გემოთი გაგაოცებთ. შემატეთ თქვენს კერძებს ჩრდილოეთ ევროპული არომატი!







### Valio Viola® ყველის ფენები

ყველის ნაჭრის ყოველი ფენა ცალკეული შეფუთვაშია. ამგვარად, მდნარი ყველი მეტისმეტად მოსახერხებელია სენდვიჩების და თუნდაც ცხელი კერძების მოსამზადებლად, ასევე გამოგადგებათ სამსახურში, პიკნიკზე ან მოგზაურობაში წახემსებისას.





![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2025/02/slicesweb-800x800.png)





## აღმოაჩინეთ VALIO VIOLA®-ს ნაწარმი

  [ ![ნაღების მდნარი ყველი Valio Viola®](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/8c22e4ab-11a3-458f-adb1-b05447bc7f47/500x500-product/500x500/naghebis-mdnari-qhveli-valio-viola-r.png) 

### Valio-ს ნატურალური მდნარი ყველი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-naturaluri-mdnari-qhveli/)   [ ![მდნარი ყველი Valio Viola® გაუდას არომატით](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/7bcc2086-64da-45ca-a4a5-26e6ca57e4d8/500x500-product/500x500/mdnari-qhveli-valio-viola-r-gaudas-aromatith.png) 

### Valio-ს მდნარი ყველი გაუდას არომატით

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-mdnari-qhveli-gaudas-aromatith/)   [ ![მდნარი ყველი Valio Viola® სოკოთი](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/d79bd7e3-d292-4613-93f7-49688fd809b4/500x500-product/500x500/mdnari-qhveli-valio-viola-r-sokothi.png) 

### მდნარი ყველი Valio Viola სოკოთი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/mdnari-qhveli-valio-viola-sokothi/)   [ ![Valio Viola® -ს მდნარი ყველი ჩიზბურგერი (ნაჭრებით)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/5a42b6d7-215c-4301-aff5-f311111473cd/500x500-product/500x500/valio-viola-r-s-mdnari-qhveli-chizburgeri-natchrebith.png) 

### Valio-ს მდნარი ყველის ფენები სენდვიჩებისთვის

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-mdnari-qhvelis-phenebi-sendvichebisthvis/)   [ ![ნაღების მდნარი ყველი Valio Viola® (ნაჭრებით)](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/dd5a084e-a9e1-4bf7-be87-e33b87276460/500x500-product/500x500/naghebis-mdnari-qhveli-valio-viola-r-natchrebith.png) 

### ვალიოს მდნარი ყველის ნაჭრები

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valios-mdnari-qhvelis-natchrebi/)  









---

## Valio-ს ნაღების ყველი, ხავერდოვანი ალტერნატივა

Valio-ს ნაღების ყველი გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურითა და სრულყოფილი არომატით. ხელმისაწვდომია სამი სახის არომატი: ბუნებრივი, ნივრით და მწვანე ხახვით. დაფასოებულია 180 გრამიან შეფუთვაში.

Valio-ს ნაღების ყველი მზადდება ფინური რძისგან, არ შეიცავს ლაქტოზას და კონსერვანტებს. და რა თქმა უნდა, დამზადებულია ფინეთში!





![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/cream-cheeses-x1440px-800x630.jpg)

![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/natural_cake.jpg)### შესანიშნავი ალტერნატივა

ნაღების ყველი გაამრავალფეროვნებს ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო მენიუს. უგემრიელესია პურზე ან ორცხობილაზე გადასმული. იდეალურია როგორც კერძების მოსამზადებლად, ასევე ცხობისთვის. ნაღების ყველი შესანიშნავი არჩევანია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.







### ბუნებრივი თუ არომატული

თუ გსიამოვნებთ ყველის ბუნებრივი გემო, უთუოდ მოგეწონებათ ფინური რძისგან დამზადებული Valio-ს ნაღების ყველი. იდეალურია სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, ასევე პურზე წასასმელად. თუ უპირატესობას პიკანტურ გემოებს ანიჭებთ, დააგემოვნეთ ნაღების ყველი ნივრის ან მწვანე ხახვის არომატით. სამივე ყველი ულაქტოზოა, გამოირჩევა ნაღებისებრი და გლუვი ტექსტურით. რომელზე შეაჩერებთ თქვენს არჩევანს?





![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/MicrosoftTeams-image-18-800x534.jpg)

## VALIO-ს ნაღების ყველი

  [ ![Valio-ს ნატურალური ნაღების ყველი  180 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/25afc87f-bc96-44b8-9e59-b60ea8803efe/500x500-product/500x500/valio-s-naturaluri-naghebis-qhveli-180-g.png) 

### Valio-ს ნატურალური ნაღების ყველი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-naturaluri-naghebis-qhveli/)   [ ![Valio-ს ნაღების მსუბუქი ყველი მწვანე ხახვით  180 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/ab652df6-6f0c-4e67-babc-ffadbadd5ac7/500x500-product/500x500/valio-s-naghebis-msubuqi-qhveli-mtsvane-khakhvith-180-g.png) 

### Valio-ს ნაღების მსუბუქი ყველი მწვანე ხახვით

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-naghebis-msubuqi-qhveli-mtsvane-khakhvith/)   [ ![Valio-ს ნაღების ყველი ნივრით 180 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/494898e0-73d1-4d65-bf9a-f08c1accf974/500x500-product/500x500/valio-s-naghebis-qhveli-nivrith-180-g.png) 

### Valio-ს ნაღების ყველი ნივრით

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-s-naghebis-qhveli-nivrith/)  









---





## VALIO OLTERMANNI®

![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/Oltermanni_250_g_with_package_128105-2-800x543.jpg)### ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში

Valio Oltermanni®, ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში, მზადდება Valio-ს ჰააპავესის ყველის ქარხანაში, ადგილობრივ ფერმებში წარმოებული რძისგან. ყველი Valio Oltermanni® თავდაპირველად 1980 წელს შეიქმნა, კომპანიის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად და Valio-ს რძის მეწარმეებისთვის პატივისცემის ნიშნად. ნაწარმმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 1981 წელს გადაწყდა ამ ყველის სახეობის საცალო ვაჭრობაში ჩაშვება. 40 წელზე ნაკლებ დროში Valio Oltermanni® ნაღების ყველმა მომხმარებელთა შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.







Valio Oltermanni® იდეალურია როგორც დილის, შუადღის და საღამოს წასახემსებელი, თუმცა ამ სახეობის ყველი ასევე გვხვდება კულინარიაში. რბილი ყველი Valio Oltermanni® ანიჭებს ნაღებისებრ სირბილესა და სინაზეს სუპებს, სოუსებსა და ჭიქურს. Valio Oltermanni® ასევე უხდება სხვადასხვა სახის სალათს. ყველის დაფაზე განთავსებული ნაზი არომატის მქონე ყველი Valio Oltermanni® აბალანსებს უფრო მძაფრი ყველების პალიტრას. შესანიშნავ გემოსთან ერთად, Valio Oltermanni® (ისევე, როგორც ზოგადად ყველა სახეობის ყველი) მდიდარია კალციუმით, რომელიც ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.





![](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn-wp.valio.fi/valio-wp-network/sites/8/2023/10/Oltermanni_pizza_vaaka_pakkauksella-1-800x533.jpg)





---

## აღმოაჩინეთ VALIO-ს ნაწარმი

  [ ![VALIO OLTERMANNI® ნაღების ყველი 250 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/c731aba7-1295-4e5b-bc77-a4fd41e9bc99/500x500-product/500x500/valio-oltermanni-r-naghebis-qhveli-250-g.png) 

### VALIO OLTERMANNI® ნაღების ყველი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-oltermanni-r-naghebis-qhveli/)   [ ![VALIO OLTERMANNI® 17% ნაღების ყველი 250 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/c90663bc-17cf-463e-816c-0f7a6fd32f36/500x500-product/500x500/valio-oltermanni-r-17-naghebis-qhveli-250-g.png) 

### VALIO OLTERMANNI® 17% ნაღების ყველი

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/valio-oltermanni-r-17-naghebis-qhveli/)   [ ![კარაქი Valio 500 g](https://www.valio.fi/cdn-cgi/image/format=auto/https://cdn.valio.fi/mediafiles/45a069aa-ac7b-4541-8fef-71d5444cd948/500x500-product/500x500/karaqi-valio-500-g.png) 

### კარაქი Valio

 

 ](https://www.valio.com/ge/produktebi/karaqi-valio/)