კონფიდენციალურობის პოლიტიკა

წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება აღწერს თუ როგორ ამუშავებს შპს Valio („Valio“) თქვენს პერსონალურ მონაცემებს, როდესაც თქვენ სტუმრობთ მის ვებ-საიტებს. წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება ვრცელდება მხოლოდ cookie-ფაილების და სხვა მსგავსი ტექნოლოგიების საშუალებით მიღებულ ინფორმაციაზე, რომლებიც ითვლება პერსონალურ მონაცემებად.

Valio იტოვებს უფლებას პერიოდულად განაახლოს წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება, მაგალითად, კანონმდებლობაში შესაძლო ცვლილებების გამო. საჭიროებისამებრ, Valio შეგატყობინებთ ნებისმიერი არსებითი ცვლილების შესახებ.

1. მაკონტროლებელი

შპს Valio (მეწარმე სუბიექტის საიდენტიფიკაციო ნომერი: 0116297-6) Meijeritie 6 00370 ჰელსინკი, ფინეთი

2. საკონტაქტო პირი

Valio-ს სპეციალისტი კონფიდენციალურობის საკითხებში: privacy.office@valio.fi, +358 10 381 2185, მისამართი: შპს Valio /სპეციალისტი კონფიდენციალურობის საკითხებში, Meijeritie 6, 00370 ჰელსინკი, ფინეთი.

შეგიძლიათ მიმართოთ Valio-ს სპეციალისტს კონფიდენციალურობის საკითხებში თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და თქვენი უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხის თაობაზე.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი და საფუძველი

Valio ამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის:

  • Valio.com ვებ-საიტის ანალიზის, განვითარებისა და სტატისტიკის წარმოების მიზნით; და
  • მიზნობრივი რეკლამის, კომუნიკაციისა და ინფორმაციის წარმოებისა და მარკეტინგული ღონისძიებების ოპტიმიზაციის მიზნით.

გარდა ამისა, Valio იტოვებს უფლებას გააერთიანოს თქვენი cookie-ფაილების ჩანაწერების მონაცემები თქვენს სხვა პერსონალურ მონაცემებთან, რომლებიც შეტანილია Valio-ს რეესტრებში.

თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს თქვენი თანხმობა. თქვენ ეთანხმებით სავალდებულო cookie-ფაილების გამოყენებას, როდესაც ათვალიერებთ ჩვენს ვებ-საიტს. ჩვენს ვებ-საიტზე პირველად სტუმრობისას, cookie-ფაილების პარამეტრებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ, თუ რომელ არასავალდებულო cookie-ფაილებს დაეთანხმებით. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი თანხმობა cookie-ფაილების გამოყენებაზე ჩვენს Cookie-ფაილების პოლიტიკაში აღწერილი წესის მიხედვით.

4. დასამუშავებელი პერსონალური მონაცემები

Valio ამუშავებს შემდეგ პერსონალურ მონაცემებს:

  • პერსონალიზებულ ანონიმურ შემთხვევით იდენტიფიკატორს; და
  • თქვენს ვიზიტს ვებ-საიტზე და ამასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (მაგალითად, თქვენ მიერ არჩეული ენა, ვიზიტები ვებ-საიტებზე, სადაც განთავსებულია Valio-ს რეკლამები)

5. მონაცემთა წყაროები

Valio აგროვებს პერსონალურ მონაცემებს მესამე მხარის cookie-ფაილების და მსგავსი ტექნოლოგიების მეშვეობით. მათ შორის, Valio აგროვებს პერსონალურ მონაცემებს ანალიტიკური ხელსაწყოების საშუალებით (როგორიცაა Google Analytics).

6. პერსონალური მონაცემების მიმღები მხარეები

Valio იყენებს შემდეგ აპლიკაციებს, რომელთა მიმწოდებლები მიიღებენ შეგროვებულ მონაცემებს:

  • DoubleClick: რეკლამის დამიზნება და ოპტიმიზაცია
  • Facebook: რეკლამის დამიზნება, ოპტიმიზაცია და Facebook-ში შესვლა
  • Google Analytics: ვებ ანალიტიკა
  • Google Tag Manager: ტეგების მართვა
  • Hotjar: მომხმარებლის ანალიტიკა
  • Typekit: შრიფტის ბიბლიოთეკა
  • Linkedin: რეკლამის დამიზნება

გარდა ამისა, Valio იტოვებს უფლებას გადასცეს თქვენი მონაცემები Valio-ს სარეკლამო და მედია სააგენტოებს, რომლებიც Valio-ს უწევენ მომსახურებას.

Valio გადასცემს პერსონალურ მონაცემებს მომსახურების მიმწოდებლებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც ისინი მონაწილეობენ წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში აღწერილი მიზნების განხორციელებაში. მომსახურების მიმწოდებლებს არ გააჩნიათ უფლება გამოიყენონ პერსონალური მონაცემები სხვა მიზნებისთვის, გარდა იმ მიზნებისა, რომლებიც აღწერილია Valio-სა და მომსახურების მიმწოდებელს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობების მოქმედ პირობებში. Valio იტოვებს უფლებას შეცვალოს წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში მითითებული მომსახურების მიმწოდებლები ან დაამატოს ახალი მომსახურების მიმწოდებლები, ამ შემთხვევაში Valio შესაბამისად განაახლებს წინამდებარე დებულებას.

7. პერსონალური მონაცემების გადაცემა ევროკავშირის ან ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ

ზემოთ აღწერილი მომსახურების მიმწოდებლები იტოვებენ უფლებას განახორციელონ პერსონალური მონაცემების დამუშავება ევროკავშირის/ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ. ასეთ შემთხვევაში გადაცემა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობისა და მასში დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.

8. პერსონალური მონაცემების შენახვის პერიოდი

Cookie-ფაილების მეშვეობით მიღებული პერსონალური მონაცემები ინახება შემდეგნაირად:

  • სესიის cookie-ფაილები ზოგადად ყოველი სესიის ხანგრძლივობის განმავლობაში (არა უმეტეს 30 წუთისა) ან ბრაუზერის დახურვამდე.
  • მუდმივი cookie-ფაილები ზოგადად მანამ, სანამ წაშლით cookie-ფაილს ან არა უმეტეს ორი წლისა.

9. პერსონალური მონაცემების დაცვა

Valio უზრუნველყოფს თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებას შესაბამისი ადმინისტრაციული და ტექნიკური დაცვის ზომებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების უფლება გააჩნიათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ პერსონალური მონაცემების დამუშავება სამუშაო ამოცანების შესასრულებლად. პერსონალური მონაცემების შემცველ სისტემებზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ცალკე მინიჭებული პირადი მომხმარებლის სახელითა და პაროლით.

Valio-ს მიერ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შემცველი სისტემები და მონაცემთა ბაზები განთავსებულია დახურულ ობიექტებში მდებარე სერვერებზე. ამ ობიექტებზე წვდომის უფლება გააჩნიათ მხოლოდ უფლებამოსილ პირებს, რომელთაც ესაჭიროებათ წვდომა სამუშაო დავალებების შესრულების მიზნით. Valio-მ უზრუნველყო სერვერებისა და მონაცემთა ქსელის აღჭურვა შესაბამისი ბრანდმაუერითა (firewall) და ტექნიკური დაცვის სხვა საშუალებებით. სერვერის პლატფორმები დაცულია წვდომის კონტროლის სისტემების მეშვეობით.

10. თქვენი უფლებები

მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თქვენ გაგაჩნიათ უფლება ნებისმიერ დროს განახორციელოთ შემდეგი ქმედებები:

  • თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა (გადახედვის უფლება)
  • მოითხოვოთ არაზუსტი პერსონალური მონაცემების გასწორება ან შევსება;
  • მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების წაშლა; და
  • მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეზღუდვა (მაგ. იმ დროის განმავლობაში, როდესაც თქვენ ელოდებით პასუხს პერსონალური მონაცემების ჩასწორების მოთხოვნის თაობაზე).

მოთხოვნა თქვენი უფლებების განხორციელების თაობაზე უნდა წარუდგინოთ მე-2 განყოფილებაში აღნიშნულ საკონტაქტო პირს. მოთხოვნის განხორციელებამდე Valio-მ შესაძლოა გთხოვოთ თქვენი ვინაობის გადამოწმება ან მოთხოვნის დაზუსტება. Valio ასევე იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს თქვენი მოთხოვნის შესრულებაზე, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობით გათვალისწინებული მიზეზის საფუძველზე. ამ შემთხვევაში Valio გაცნობებთ ასეთი მიზეზების შესახებ.

11. სამეთვალყურეო ორგანოში გასაჩივრების უფლება

თქვენ გაგაჩნიათ უფლებამოსილ სამეთვალყურეო ორგანოში გასაჩივრების უფლება, თუ ჩათვლით, რომ Valio-მ არ დაამუშავა თქვენი პერსონალური მონაცემები მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გასაჩივრება შესაძლებელია სამეთვალყურეო ორგანოში, რომელიც მდებარეობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, სადაც თქვენ ცხოვრობთ ან მუშაობთ, ან სადაც ადგილი ჰქონდა მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევას.

განახლების თარიღი: 2021 წლის 22 ივნისი