Valio PROfeel® protein

Valio PROfeel® Protein გახლავთ ცილის მაღალი შემცველობისა და ულაქტოზო ნაწარმის ხაზი. ყოველი პროდუქტი შეიცავს ფინეთში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ულაქტოზო რძის ცილას. ნაწარმი დამზადებულია უგლუტენო ინგრედიენტებისგან და ცხიმის დაბალი პროცენტული შემცველობით.

PROfeel® ხაზის იოგურტი მანგო-ვანილი, შოკოლადისა და კარამელის პუდინგები — საუკეთესო შეთავაზებაა ჯანსაღი ცხოვრებისა თუ მრავალფეროვანი და ხარისხიანი კვების ყველა მიმდევარისთვის, განსაკუთრებით შაქრის დანამატის გარეშე ნაწარმის კუთხით. წარმოდგენილი ხაზის ყველა პროდუქტი შეიცავს ფინეთში წარმოებული უმაღლესი ხარისხის ულაქტოზო რძის ცილას. არ შეიცავს შაქრის დანამატს და დამზადებულია უგლუტენო ინგრედიენტებისგან, ცხიმის დაბალი პროცენტული შემადგენლობით.

Valio PROfeel® Protein ხაზის პუდინგი — ინტენსიური არომატის მქონე უგემრიელესი და სასარგებლო წახემსების საშუალებაა, შაქრის დანამატის გარეშე და 20გ ცილის შემცველობით თითო შეფუთვაში.

Valio PROfeel® Protein ხაზის უგემრიელესი იოგურტი, პროტეინის კოქტეილები და ცილის მაღალი შემცველობის პუდინგების ფართო არჩევანი უამრავი არომატით ნამდვილად გაგაოცებთ! Valio PROfeel® Protein ხაზის იოგურტი გახლავთ სქელი იოგურტი, რომლის ფერმენტაცია ხორციელდება განსაკუთრებული სადედი კულტურის მეშვეობით. გლუვი ტექსტურის მისაღებად პროდუქტს თერმულად ამუშავებენ და ცილის უფრო მაღალი შემცველობის მიღების მიზნით ახდენენ მის კონცენტრირებას დაუვარგებელი ახალი ყველის მსგავსად.

აღმოაჩინეთ PROFEEL® PROTEIN ხაზის ნაწარმი შაქრის დანამატის გარეშე!