ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მიერ განხორციელებული ტექნოლოგიური ინოვაციების, სამეცნიერო კვლევებისა და მომხმარებელთა სურვილების გათვალისწინების შედეგად შეიქმნა უნიკალური ბრენდები, მდნარი ყველი Valio-ს მდნარი ყველი, Valio-ს ნაღების ყველი და ყველი Valio Oltermanni®. გაეცანით Valio-ს პროდუქტებისა და ბრენდების პორტფოლიოს.
მდნარი ყველი Valio შეიქმნა Valio-ს ქარხანაში 1934 წელს. 1956 წლიდან ეს ნაწარმი ასევე გახდა Valio-ს საექსპორტო პროდუქტი. ეს ნიშნავს, რომ უკვე სამმა თაობამ იცის Valio-ს მდნარი ყველი ნაზი და მდიდარი გემო.
Valio-ს მდნარი ყველი მარტივად ამოიცნობთ ღია ფერის შეფუთვისა და შესანიშნავი გემოს წყალობით. Valio-ს მდნარი ყველი მზადდება მხოლოდ მაღალი ხარისხის ნატურალური ინგრედიენტებისგან, თანამედროვე ტექნოლოგიებით და უნიკალური რეცეპტით.
80 წლის განმავლობაში Valio-ს არ შეუცვლია ძირითადი ინგრედიენტები ყველასათვის საყვარელი ყველის რეცეპტში. იგი მზადდება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მყარი და ნახევრად მყარი ყველებისაგან (ედამი, ტილზიტი, ემენტალი) და უმაღლესი ხარისხის კარაქისგან, რომელიც Valio-ს ქარხანაში იწარმოება. გამოიყენება მხოლოდ საუკეთესო ხარისხის ფინური რძე Valio-ს საკუთარი ფერმებიდან. ჩვენი ყველი არ შეიცავს ხელოვნურ საღებავს და შეუდარებელად გემრიელია.
Valio მდნარი ყველი-ს მოყვარულებს შეუძლიათ აირჩიონ ყველი მათთვის მოსახერხებელ შეფუთვასა და ფორმით — „ოთხკუთხედების“, „სამკუთხედების“ ან „ფენების“ სახით. Valio-ს მდნარი ყველი ერთადერთი და განუმეორებელი გემო (როგორც ეს მითითებულია შეფუთვაზე) წარმოშობით ფინეთიდანაა!
გაიცანით Valio-ს მდნარი ყველის სამი სახეობა: ბუნებრივი, ირმის შებოლილი ხორცით და სოკო მიქლიოთი. ყოველი მათგანი განსაკუთრებულად გემრიელია, რაც ხელსაყრელია სხვადასხვა კერძის მომზადებისას, თქვენი გემოვნების მიხედვით. ბუნებრივი არომატის მქონე მდნარი ყველი უნივერსალურია და ნებისმიერ დროს გამოგადგებათ. ყველი სოკო მიქლიოთი ნაღებისებრი ტექსტურისაა და იდეალურია მაკარონის ან სუპის მომზადებისას. ხოლო ირმის შებოლილი ხორცი გაგაოცებთ ახალი, ორიგინალური გემოთი. შემატეთ თქვენს კერძებს ჩრდილოეთ ევროპული არომატი!
ყველის ნაჭრის ყოველი ფენა ცალკეული შეფუთვაშია. ამგვარად, მდნარი ყველი მეტისმეტად მოსახერხებელია სენდვიჩების და თუნდაც ცხელი კერძების მოსამზადებლად, ასევე გამოგადგებათ სამსახურში, პიკნიკზე ან მოგზაურობაში წახემსებისას.
Valio-ს ნაღების ყველი გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურითა და სრულყოფილი არომატით. ხელმისაწვდომია სამი სახის არომატი: ბუნებრივი, ნივრით და მწვანე ხახვით. დაფასოებულია 180 გრამიან შეფუთვაში.
Valio-ს ნაღების ყველი მზადდება ფინური რძისგან, არ შეიცავს ლაქტოზას და კონსერვანტებს. და რა თქმა უნდა, დამზადებულია ფინეთში!
ნაღების ყველი გაამრავალფეროვნებს ყოველდღიურ თუ სადღესასწაულო მენიუს. უგემრიელესია პურზე ან ორცხობილაზე გადასმული. იდეალურია როგორც კერძების მოსამზადებლად, ასევე ცხობისთვის. ნაღების ყველი შესანიშნავი არჩევანია დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
თუ გსიამოვნებთ ყველის ბუნებრივი გემო, უთუოდ მოგეწონებათ ფინური რძისგან დამზადებული Valio-ს ნაღების ყველი. იდეალურია სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, ასევე პურზე წასასმელად. თუ უპირატესობას პიკანტურ გემოებს ანიჭებთ, დააგემოვნეთ ნაღების ყველი ნივრის ან მწვანე ხახვის არომატით. სამივე ყველი ულაქტოზოა, გამოირჩევა ნაღებისებრი და გლუვი ტექსტურით. რომელზე შეაჩერებთ თქვენს არჩევანს?
Valio Oltermanni® ყველს ფინურ ოჯახებში გამორჩეული ადგილი უკავია 1980 წლიდან. Valio Oltermanni® გახლავთ ნაზი ტექსტურისა და მაღალი ხარისხის ნაღების ყველი, რომელიც დამზადებულია ფინეთში წარმოებული ბუნებრივი რძისგან დანამატების გარეშე.
Valio Oltermanni®, ყველაზე პოპულარული ყველი ფინეთში, მზადდება Valio-ს ჰააპავესის ყველის ქარხანაში, ადგილობრივ ფერმებში წარმოებული რძისგან. ყველი Valio Oltermanni® თავდაპირველად 1980 წელს შეიქმნა, კომპანიის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად და Valio-ს რძის მეწარმეებისთვის პატივისცემის ნიშნად. ნაწარმმა იმდენად დიდი მოწონება დაიმსახურა, რომ 1981 წელს გადაწყდა ამ ყველის სახეობის საცალო ვაჭრობაში ჩაშვება. 40 წელზე ნაკლებ დროში Valio Oltermanni® ნაღების ყველმა მომხმარებელთა შორის უდიდესი პოპულარობა მოიპოვა.
Valio Oltermanni® იდეალურია როგორც დილის, შუადღის და საღამოს წასახემსებელი, თუმცა ამ სახეობის ყველი ასევე გვხვდება კულინარიაში. რბილი ყველი Valio Oltermanni® ანიჭებს ნაღებისებრ სირბილესა და სინაზეს სუპებს, სოუსებსა და ჭიქურს. Valio Oltermanni® ასევე უხდება სხვადასხვა სახის სალათს. ყველის დაფაზე განთავსებული ნაზი არომატის მქონე ყველი Valio Oltermanni® აბალანსებს უფრო მძაფრი ყველების პალიტრას. შესანიშნავ გემოსთან ერთად, Valio Oltermanni® (ისევე, როგორც ზოგადად ყველა სახეობის ყველი) მდიდარია კალციუმით, რომელიც ამაგრებს ძვლებსა და კბილებს.