Valio ატარებს მკაცრ ზომებს სურსათის უვნებლობისათვის
დღესდღეობით Valio-ს რძის ნაწარმის შეძენა მსოფლიოს 60 ქვეყანაშია შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ Valio ფინეთის სურსათის ექსპორტის მეოთხედ ნაწილს იკავებს. მათ შორის, ფინეთის რძის ნაწარმის ექსპორტის თითქმის 100% სწორედ Valio-ს პროქდუქტებზე მოდის.
სწორედ ამიტომ, Valio-ს მიერ დამზადებული თითოეული პროდუქტის ხარისხის უზრუნველსაყოფად მკაცრადაა დაცული წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვის ყოველი ეტაპი. სურსათის უვნებლობისათვის საგულდაგულო პროცედურები ტარდება წარმოების, შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. სასურსათო უსაფრთხოება ჩვენი კომპანიის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რომელსაც Valio განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება.
როგორ მიიღწევა სასურსათო უსაფრთხოება?
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მართვა ნედლეულისა და შესაფუთი მასალების კონტროლის სისტემების დანერგვის, მიკვლევადობის საგულდაგულო მონიტორინგის, ხარისხის მართვის სერტიფიცირებული სისტემებითა და ნაწარმის შესახებ ამომწურავი ცოდნის წყალობითაა შესაძლებელი. ზემოხსენებული ზომები იძლევა იმის გარანტიას, რომ Valio-ს მიერ წარმოებული პროდუქტები უსაფრთხო და მაღალი ხარისხისაა.
სურსათის უსაფრთხოება და ხარისხი ჩვენს საწარმოებში არსებული მართვის სერტიფიცირებული სისტემებისა და თვითკონტროლის მექანიზმის მეშვეობითაა უზურნველყოფილი. ჩვენ საგულდაგულოდ ვსწავლობთ სურსათის უვნებლობასა და ხარისხის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რისკებსა და ტენდენციებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით იკვლევენ და ვაახლებთ მართვის სისტემებს მიღებული ინფორმაციისა და სამუშაო პროცესში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე.
გარდა ამისა, სურსათის უვნებლობის ოქმებს ამოწმებენ სამთავრობო ორგანოები და დამოუკიდებელი აუდიტის ორგანიზაციები. საწარმო ობიექტების სერტიფიკაციასა და რეგულარულ შემოწმებას ასევე ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.
ჩვენ მიერ გამოყენებული ინგრედიენტები და ნედლეული მკაცრ შემოწმებას გადის. გარდა ამისა, ნედლეულის გამოყენებამდე ჩვენ ვატარებთ ლაბორატორიულ კვლევებს აღებულ ნიმუშებზე რისკის შეფასების მიზნით. ხარისხის დაცვის დამატებითი მექანიზმი გახლავთ ის, რომ Valio-სთვის რძის მიწოდება შეუძლიათ მხოლოდ იმ ფერმებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და აკმაყოფილებენ ნედლეულის მომწოდებლებისთვის განსაზღვრულ პირობებს.
თვითკონტროლის მექანიზმს პერიოდულად უტარდება შიდა და გარე აუდიტი. ნიმუშის აღებისა და ტესტირების პროცედურებს ასევე ამოწმებს შიდა და გარე აუდიტი. მიკვლევადობის მკაცრი გეგმის მეშვეობით ჩვენთვის ცნობილია, მაგალითად ის, თუ რომელი ნედლეული და შესაფუთი მასალა იქნა გამოყენებული თითოეულ პროდუქტში და სად იყო გაგზავნილი თითოეული მათგანი; ეს ინფორმაცია აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა წუნდებული პროდუქციის უკან გაწვევა.
პროდუქტის ინფორმაცია შეფუთვაზე
პროდუქტის ზუსტი და დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობისათვის, განსაკუთრებით გარკვეული საკვების მიმართ ალერგიისა და მომატებული მგრძნობელობის მქონე პირებისათვის. შესაბამისად, ჩვენი ნაწარმის შეფუთვაზე დეტალურადაა აღწერილი პროდუქტის შემადგენლობაში შემავალი ყველა ინგრედიენტი. ასევე მითითებულია ინგრედიენტები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა.
სურსათის უვნებლობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად არანაკლებად მნიშვნელოვანია პროდუქტის სათანადო შენახვა. სწორედ ამიტომ ჩვენი ყველა პროდუქტის შეფუთვაზე მითითებულია შენახვის პირობები, ვარგისიანობის ვადა და სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
ჩვენ ვაკონტროლებთ სურსათის უვნებლობას თითოეულ სტადიაზე, პროდუქტის დამზადებიდან გაყიდვის მომენტამდე. მკაცრად მოწმდება წარმოებისა და მიწოდების თითოეული პროცედურა, რომელსაც ნედლეული თუ მზა პროდუქტი გადის. ამ თვალსაზრისით, Valio-ს შემუშავებული აქვს ქცევის კოდექსი და სახელმძღვანელო მომწოდებლებისა თუ დისტრიბუტორებისათვის. ეს ყოველივე უზრუნველყოფს სათანადო პრაქტიკული მეთოდების გამოყენებას წარმოებისა და ტრანსპორტირების დროს.
და ბოლოს, Valio არის ისეთი ორგანიზაციის წევრი, როგორიცაა, მაგალითად: SEDEX AB, Amfori BSCI და Amfori BEPI, რომლებიც მიწოდების ჯაჭვში მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებენ.