შინაარსზე გადასვლა
ცილა

რძე — საუკეთესო ხარისხის ბუნებრივი წარმოშობის ცილაა

რამდენჯერ გსმენიათ, რომ რძე არც თუ ისე საჭიროა დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებისთვის? ეს მხოლოდ მითია, რადგან სინამდვილეში, რძის ცილით მდიდარი რაციონი სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის — ეს მკაფიოდ წარმოჩნდა საყოველთაო ჯანდაცვაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციების რეკომენდაციებში.

ევროკავშირი და რძის ინტერპროფესიონალური ორგანიზაცია (INLAC) რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტს, რომელიც რეკომენდაციას უწევს რძის ბუნებრივი ცილის მიღებას სულ მცირე დღეში სამჯერ, თუ გსურთ დაბალანსებულ და მრავალფეროვან რაციონზე გადასვლა. ამრიგად, მიზანია რძის დაბრუნება აუცილებელი საკვები პროდუქტების სიაში ცხოვრების ყველა ეტაპზე: ჩვილობიდან ხანდაზმულ ასაკამდე. გარდა ამისა, უნდა გავაქარწყლოთ რძის შესახებ არსებული მცდარი მითები და წარმოვაჩინოთ ამ პროდუქტის სარგებლიანობა.

მცდარი წარმოდგენები და მითები რძის ბუნებრივი ცილის შესახებ

არსებობს მრავალი მითი რძის ბუნებრივი ცილის შესახებ. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, რძის მიღება აუცილებელია მხოლოდ ბავშვებისთვის. ეს მცდარი წარმოდგენაა. რძე და რძის პროდუქტები უზრუნველყოფს დაბალანსებული და მრავალფეროვანი კვებისთვის აუცილებელი კალციუმის რეკომენდებული ნორმის დაახლოებით 70%-ს. სწორედ ეს რაოდენობაა აუცილებელი ზრდასრული ადამიანისთვის, განსაკუთრებით კი ხანდაზმულ ასაკში.

კიდევ ერთი გავრცელებული მითის მიხედვით, რძის ცილის მოხმარება ზრდის ქოლესტერინის დონეს. ესეც მტკნარი სიცრუე გახლავთ. ჟურნალ „The Lancet“-ის 2018 წლის სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებულია კვლევა, რომელიც ოცზე მეტ ქვეყანაში ჩატარდა და რომელშიც ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ამ კვლევის თანახმად, რძის პროდუქტების დღეში სამჯერ მიღებით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და სიკვდილიანობის შემცირება 14%-დან 23%-ის ფარგლებში.


Search